გიორგი ქოჩორაშვილი: “ჩაკვეტაძეს ვუთხარი რომ აუცილებლად თავი აეწია”

0
66

გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავისი პირველი ბურთი ერთალი ლიგის B ლიგაში ჩეხეთთან (4:1) საშინაო მატჩში გაიტანა, გაამხილა თუ რა უთხრა საგოლე პასის ავტორ გიორგი ჩაკვეტაძეს გასახდელში.
გიორგი ქოჩორაშვილი: “ძალიან გახარებულები ვართ, რომ დავბრუნდით და თბილისში ვითამაშეთ. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა თუ ვერ მოვიდა. გამარჯვება გასახდელში აღვნიშნეთ, მაგრამ ორ დღეში თამაში გვაქვს, არ უნდა გავჩერდეთ და იმ შედეგის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა, ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ და წინ წავიდეთ, პროგრესი მუდმივია.
გოლს რაც შეეხება, თუ გახსოვთ, პირველ ტაიმშიც იყო მსგავსი ეპიზოდი. ყოველთვის მიყვარს გუნდელებთან საუბარი და როდესაც შესვენებაზე გასახდელში შევედით, ჩაკვეტაძეს ვუთხარი, მეორე ტაიმში თუ იქნებოდა მომენტი, აუცილებლად თავი აეწია. როდესაც ჩავირბინე, დავინახე, რომ გიორგი მიყურებდა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ერთადერთი შანსი მქონდა დარჩენილი, მეკარესთვის ბურთი თავზე უნდა გადამეგდო. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ნაკრებში არასოდეს არ გამიტანია, ეს პირველი გოლია და იმედია, მეც და ჩემი გუნდელებიც ასე გავაგრძელებთ“.