გურამ კაშია: “ჩემთვის საფეხბურთო ღმერთი არსებობს”

0
24

საქართველოს ნაკრების კაპიტანს საფეხბურთო ღმერთის სჯერა, რადგან ფეხბურთს რაც მისცა, ახლა უკან უბრუნდება. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის სადებიუტო მატჩში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან 4:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
გურამ კაშია: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ წარმატების შემდეგ რასაც ევროპის ჩემპიონატზე მივარწიეთ, როგორ ვითამაშებდით დღეს. ცოტა მეშინოდა, რომ ზედმეტი თავდაჯერება გვექნებოდა და ქართულ ხასიათს მანდ გამოვავლენდით – რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე. თუმცა, დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დავინახე, მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. ანგარიშში და სათამაშო დონეში ამხელა სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი განაცხადია. შეტევაში ისეთი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომ ყველა მომენტი გამოვიყენეთ დღეს თითქმის.
ჩემთვის საფეხბურთო ღმერთი არსებობს, რაც მივეცი ფეხბურთს – დამიბრუნა. მართლა ფეხბურთით ვარსებობ, მიყვარს ეს სპორტი. ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთისგან და მინდა, რომ არ დამთავრდეს. გულშემატკივარზე ზედმეტია საუბარი – როგორ უყვართ ფეხბურთი და როგორ უყვართ მხარდაჭერა. გრძნობ ამას სტადიონზეც. გოლის გატანის შემდეგაც სულ გულშემატკივართან გვინდა აღნიშვნა ფეხბურთელებსაც”.