საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა გიორგი ჩიტაურის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირ „სირენკას თასზე“ ბოლო მატჩი მასპინძელ პოლონეთთან ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის მე-9 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ბჟეზინსკიმ გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჯუმბერ დუმბაძემ გაიტანა. 44-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან უხეშობისთვის წითელი ბარათი ანდრია ოჩიგავამ მიიღო.
82-ე წუთზე პოლონელებიდან თავი ბარტოშ კოვალსკიმ გამოიჩინა, ერთ წუთში კი ჩვენი გუნდის კარი ოლივიერ მადეიმ აიღო.
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან დაპირისპირებამდე „სირენკას თასზე“ პირველი თამაში ირლანდიას პენალტების სერიაში 4:3 მოუგო (ძირითადი დრო 2:2), ხოლო მეორე შეხვედრაში ჩეხეთთან 2:3 დამარცხდა.
ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. შესარჩევზე ჩვენი ასაკობრივი, 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
2026 | შესარჩევი
11 ნოემბერი | საქართველო V ავსტრია
14 ნოემბერი | ავსტრია V ყაზახეთი
17 ნოემბერი | საქართველო V ყაზახეთი
ლაშა თაბაგარი





