ხვიჩა კვარაცხელია: “დღეს საუკეთესო ჩაკვეტაძე იყო”

0
21

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან 2:1 მოგებულ მატჩში საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც საუცხოო გოლი გაიტანა და ასევე საგოლე პასი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია: ჩემთვის ეს შედეგი არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რაც ევროპის ჩემპიონატზეც დავამტკიცეთ. დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. B ლიგაში  ხელწამოსაკრავი გუნდი არცერთია და ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება ძალიან დადებითი შედეგიაა. რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, საუკეთესო პერფორმანსი იყო. ეს უკვე – გუნდის სისწრაფეები, ხარისხი – ვილის ფაქტორი იყო, ვილიმ მოგვცა ტაქტიკური დავალებები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ. ჩემი აზრით, დღეს საუკეთესო ჩაკვე იყო”.