საქართველოს ერპვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის თქმით, ყოველთვის მაქსიმუმი შედეგის ჩვენება და განვითარება სურთ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის სადებიუტო შეხვედრაში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან 4:1 გამარჯვების მერე ისაუბრა.
გიორგი მამარდაშვილი: “ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჩემპიონატის მერე როგორ დავიწყებდით თამაშს. ჩემი აზრით, კარგად გავართვით ამ ყველაფერს თავი. გულშემატკივარი ყოველთვის მეტს ელის და გამარჯვება სურს, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მისაღებია – ჩვენც გვინდა მაქსიმუმი და განვითარება.
მიყვარს კარის მშრალად შენახვა, მაგრამ არის მომენტები, როცა ეს არ გამოდის. შემდეგი თამაშისთვის მეტად მოვემზადები. მიხარია, რადგან მოვაწერე “ლივერპულში” კონტრაქტს ხელი. თუმცა ამ სეზონში “ვალენსიაზე” ვარ კონცენტრირებული. შემდეგი სეზონიდან “ლივერპულის” ფეხბურთელი გავხდები და ბედნიერი ვარ ამით”.
