ლუკა ლოჩოშვილი: “ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ”

0
11

ლუკა ლოჩოშვილის აზრით, საქართველოს ნაკრები ჩეხებთან ნაჩვენები კარგი თამაშით არ უნდა დაკმაყოფილდეს და მომავალშიც იმავე სულისკვეთებით უნდა გააგრძელოს. მან ამის შესახებ ერთა ლიგია B ლიგის პირველ ჯგუფში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივან ჰაშეკის გაწვრთნილებთან 4:1 გამარჯვების მერე განაცხადა.
ლუკა ლოჩოშვილი: “ჩემი აზრით, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. დასაწყისში ცოტა ვპასიურობდით, მაგრამ მე-20 წუთის შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ, თავს კარგად ვიცავდით და კონტრშეტევებზე მწვავედ ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ კი უპირატესობა მოვიპოვეთ. ასეთ ძლიერ გუნდთან ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან სასიხარულოა.
ასეთი დასაწყისი ცხადია ძალიან კარგია, თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და იმედია, შემდეგ შეხვედრებშიც ასევე გავაგრძელებთ. რაც შეეხება ჩემს ახალ პოზიციას, ფეხბურთელმა ნებისმიერ ადგილზე მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, სირთულეები არის, თუმცა ნელ-ნელა შევეგუე, რაშიც ევროპის ჩემპიონატიც დამეხმარა