გიორგი მიქაუტაძის თქმით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზს დიდი ხანი ელოდა და უხარია, რომ საქართველოში გადასცეს. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის სადებიუტო შეხვედრაში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან 4:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
გიორგი მიქაუტაძე: “ლიონში“ გოლი მაკლია. ნაკრებში მინდოდა გამეხსნა პირადი ანგარიში am სეზონში და მთავარია, რომ მოვიგეთ. ალბანეთთან ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი მომცეს, დიდი ხანი ველოდი და მიხარია, რომ აქ მივიღე, მთელ საქართველოსთან ერთად“





