ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ჩეხეთის ნაკრებთან დადებითიშ ედეგის მისარწევად, საქართველოს ნაკრებმა ხვალ იმქაზე უკეთესად უნდა ითამაშოს, ვიდრე გერმანიის ევროპის ჩემპიონატზე ეს ივან ჰაშეკის გუნდთან მოახერხა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან გასამართ პირველ მატჩამდე დღეს საგურამოში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვილი სანიოლი: “ხვალ, ფაქტობრივად იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, ვინც ევროზე ითამაშა. აქედან გამომდინარე, ალბათ მსგავსი თამაში იქნება. თუმცა ჩეხეთი ძალიან სპეციფიკურ ფეხბურთს თამაშობს და იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მათ წინააღმდეგ უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე გერმანიაში. რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა უკვე იციან როგორ თამაშს უნდა ელოდონ ხვალ და ეს ჩვენთვის უპირატესობა იქნება. გვეცოდინება, რისი გაკეთება მოგვიწევს.
რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა და ახალი ფეხბურთელების გამოძახება მოგვიხდა. გოგლიჩიძე ჩემთვის სრულად ახალი სახე არ არის. მას კარგად ვიცნობ 21-წლამდელებიდან და იტალიაშიც მუდმივად თვალს ვადევნებ. ასე რომ, ბევრი არ მიფიქრია, ის უნდა შეეჩვიოს ნაკრების გარემოს და ვფიქრობ, სულ მალე გამოადგება კიდეც ნაკრებს.
ევროს შემდეგ ეს შეკრება პირველ რიგში მოთამაშეებისთვის იყო ძალიან კარგი. როდესაც ასეთ წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტის მიღწევა გსურს. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამ კუთხით ძალიან მოტივირებულია და რაც ჩვენ ზაფხულში გავაკეთეთ, ეს გამონაკლისი არ უნდა იყოს, უნდა გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა.
მოგეხსენებათ, ამ შემადგენლობიდან ევროპის ჩემპიონატზე 20-მა ფეხბურთელმა ითამაშა. რამდენიმე გამონაკლისია, თუმცა იგივე გუნდი გვყავს, რაც გერმანიაში. ასე რომ, რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი. მოთამაშეებმა იციან, რომ მე მათგან იგივე შრომას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც მათ ბოლოს გამოვლინეს.
სამწვრთნელო პროცესში ფსიქოლოგია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გადამწყვეტი ფაქტორი ის იყო, რომ მოთამშეებმა დაიჯერეს, რომ დიდი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. ყველაფერი მაინც მოთამაშეებზეა დამოკიდებული, რამდენად თავდაჯერებულები არიან ისინი ამ მხრივ. ბოლო 9 თვეში გამოსწორებულია სიტუაცია
ერთა ლიგა ხალი ტურნირია და ის ჯერ 10 წლისაც არ არის. ზოგირთი გუნდისთვის ეს ტურნირი ნაკლებად მნიშვნელოვანია და როგორც ამხანაგურ მატჩს ისე უდგებიან. რაც შეგვეხება ჩვენ, ეს შესაძლებლობაა რომ კიდევ უფრო მეტად ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ავიწიოთ რანგით უფრო მაღალ ლიგაში და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოვემზადოთ”.
ჩეხეთი-საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
