ხუან მატა კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების 36 წლის ექსნახევარმცველმა „ვესტერნ სიდნეისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ავსტრალიაში გადასვლამდე მატა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იაპონიის „ვისელ კობეში“ გამოდიოდა.
გარდა ამისა, ის კაარიერის განმავლობაში „ვალენსიას“, „ჩელსის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „გალათასარაის“ ღირსებას იცავდა.
ლაშა თაბაგარი
