19-წლამდელებმა სლოვაკეთში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს

0
64

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის, სტუმრად სლოვაკ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.
ჩვენი გუნდი მე-12 წუთზე საბა სამუშიამ დაწინაურა, ხოლო 66-ე წუთზე სალიამ მეტოქის კარი მეორედ აიღო. ითამაშებს. მასპინძლებიდან ერთი ბურთი პეკელსკი 71-ე წუთზე გაქვითა, ხოლო ორ წუთში კუჩკამ ანგარიში გაათანაბრა.
ფირცხალაიშვილის გუნდი სლოვაკებთან მეორედ 8 სექტემბერს ისპარინგებს.
19-წლამდელები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ ეტაპზე მე-8 ჯგუფში ნორვეგია, შვედეთს და ესტონეთს შეხვდებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ-რაუნდში ითამაშებენ.
სლოვაკეთი 2:2 საქართველო 

U19 | საკვალიფიკაციო ეტაპი

12 ნომებერი – შვედეთი V საქართველო
15 ნომებერი – ნორვეგია V საქართველო
18 ნომებერი – ესტონეთი V საქართველო

ლაშა თაბაგარი