კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

0
31

ნიკა კვეკვესკირი კარიეირას უნგრეთში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ნიდერჰაზას სპარტაკუსთან“ გააფორმა.
კვეკვესკირი 2020-2021 წლების სეზონში პოზნანის „ლეხში“ გამოდიოდა და 2022 წელს პოლონეთის ჩემმპიონი გახდა ის კარიერის განმავლობაში “ლეხის” გარდა, ზუგდიდის “ბაიაში”, თბილისის “დინამოში”, “ცხინვალში”, გორის “დილაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ინტერში” და “გაბალაში”, ასევე ყაზახეთის “ტობოლში” თამაშობდა.
ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახა, რადგან უგუნდო იყო.
„სპარტაკუსი“ 4 ქულით 12 გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი