„სევილიამ“ ლუკას ოკამპოსი მექსიკის „მონტერეიში“ გაყიდა, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 30 წლის ექსნახევარმცველი „სევილიაში“ 2019 წლიდან თამაშობდა. თუმცა, 2022-2023 წლების სეზონი იჯარით ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა.
ოკამპოსმა ანდალუსიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 208 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა. მან უეფას ევროპა ლიგა 2-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





