არაბიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

0
8

გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ტურში “ულსანმა” “პოჰანგი” მიიღო და 5:4 გაიმარჯვა. არაბიძეს სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა – 1:0. 36-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა გარემარბმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია და ზუსტი დარტყმით ბურთი კარში მოათავსა. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
26 წლის გარემარბმა “ულსანთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში გააფორმა.
ლაშა თაბაგარი