ლუის ენრიკე: „მიმაჩნია, რომ ვდომინირებდით“

0
1

ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორედ გამარჯვებას იმსახურებდა, რადგან ფინალში დომინირებდა. მან ამის შესახებ ლონდონის „არსენალთან“ პენალტების სერიაში მოგების მერე განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს მაღალი დონის ფინალი იყო ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქესთან, განსაკუთრებით მას მერე, რაც საწყის ათ წუთში გოლი გავუშვით. მოწინააღმდეგეს იდეალური გეგმა ჰქონდა, რომელმაც რთულ ვითარებაში ჩაგვაგდო.
მეორე ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით. თუმცა, „არსენალთან“ რომელსაც ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და თავს საუცხოოდ იცავს, რაც ჩვენ გავაკეთეთ ნამდვილი მიღწევაა.
ჩვენი ბედნიერი ვართ, რომ ასეთ მიზანს ვისახავთ, რადგან კლუბი და გულშემატკივრები ამის ღირსნი არიან. ვეცადეთ პენალტების სერიას ნათელი გონებით შევხედროდით.
ურთულესი თამაში იყო, რადგან დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც ევროპაში სტანდარტულების შესრულებით საუკეთესოა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ვდომინირებდით. ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორედ გამარჯვება დავიმსახურეთ“ – აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა, რომელმაც მწვრთნელის რანგში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირი მესამედ მოიგო. მანამდე, მან იმავე „ბარსელონასთან“ ერთად მოახერხა.
ლაშა თაბაგარი