ვილიანი „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა

0
22

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ვილიანი კარიერას პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს. 36 წლის ფეხბურთელი ბერძნულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ვილიანი 2022-2024 წლებში ინგლისის „ფულემში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
მანამდე, ის „კორინთიანსში“, „შახტარში“, „ანჟიში“, „ჩელსიში“ და „არსენალში“ გამოდიოდა. მან ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 70 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი