ქოჩორაშვილის საგოლე პასი და ქულა “ეიბართან”

0
18

“ლევანტე”, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-3 ტურში სტუმრად “ეიბართან” დაძაბულ ორთაბრძოლაში ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე მისი საუცხოო პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბრუგუემ ანგარიში გახსნა.
47-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი პუერტასმა გაიტანა. ქოჩორაშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ “ეიბარი” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, გოლი “ლევანტემ” გაიტანა. 79-ე წუთზე სტუმრებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს და ბრუგუეს ქუსლით ორიგინალური გადაცემის მერე, მასპინძლების კარი რომერომ აიღო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში პუერტასმა გაათანაბრა.
“ლევანტე” 5 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში საგოლე პასის გარდა, ერთი გოლიც გაიტანა.
ლაშა თაბაგარი