“თელავმა” არმენ ადამიანი დაითხოვა

0
22

“თელავის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 56 წლის სომეხმა მთავარმა მწვრთნელმა არმენ ადამიანმა დატოვა, გუნდიდან წავიდნენ მისი თანაშემწეებიც, არტაშ ადამიანი და ალბერტ საფარიანი.სკ “თელავი” მადლობას უხდის მწვრთნელებს გაწეული სამსახურისთვის, თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში”.
ლაშა თაბაგარი