საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის თქმით, ანტალ იაკობიშვილს ჩვენ ეროვნულ გუნდში ჯერ კიდევ მარტში ჩატარებული ერთა ლიგის D ლიგის ნახევარფინალის და ფინალის წინ იწვევდნენ, მაგრამ მან უნგრეთის ნაკრებში თამაში არჩია. გარდა ამისა, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას’ სათაამაშოდ მწადყოფნა სტადიონის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა.
ალექსანდრე იაშვილი: ” თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ “დინამო-არენაზე” ვერ ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ყოფილიყო მატჩზე. სტადიონს არ აქვს უფლება, რომ უმასპინძლოს ასეთი დონის შეხვედრებს. ჩვენ არ ვიცით, როდის დავუბრუნდებით სტადიონს, ეს “დინამო არენას” ადმინისტრაციას უნდა ჰკითხოთ.
ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც წარმოშობით ქართველია, ჩვენთან თამაშობდეს. ანტალთან საუბრები დიდი ხნის წინ დავიწყეთ, სანიოლიც ესაუბრა. ჩვენ გვინდოდა, რომ პლეი- ოფის მატჩებშიც ყოფილიყო ჩვენთან, თუმცა ჩვენთვის სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრების სახელით თამაში სურს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი პასუხისმგებლობა გაზრდილია. გვინდა, რომ ეს წარმატება სისტემატური ხასიათის იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლის წინაშე პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში პირველ მატჩს 7 სექტემბერს “მიხეილ მესხზე” ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.
ლაშა თაბაგარი





