შოთა ნონიკაშვილი თბილისის „იბერიადან“ უკრაინის „ჩერკასში“ გადავიდა, რაც ორივე კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. 23 წლის ნახევარმცველმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 55-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ნონიკაშვილი „იბერიას“ (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 99 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 15 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მან ევროთასებზე 8-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. ცნობისთვის, “ჩერკასის” თბილისის “დინამოს”ექსმცვწრთნელი ესპანელი ანდრეს კარასკო ავარჯიშებს, რომელიც თავის დროზე “იბერიას” (ყოფილი “საბურთალო”) აკადემიაში მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი




