კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ “სამტრედიას” ვლადიმერ კაკაშვილი გაწვრთნის, რომელმაც მიმდინარე კვირაში თანამდებობიდან დათხოვილი ჩრდილოეთ მაკედონიელი სპეციალისტი დიმიტარ კაპინკოვსკი შეცვალა.
“ვლადიმერ კაკაშვილი სამტრედიას მთავარი მწვრთნელია. 43 წლის სპეციალისტი წლების განმავლობაში თბილისის “დინამო 2”-ში მუშაობდა. სწორედ მის ხელში აღიზარდა საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელების უმრავლესობა.
კაკაშვილს ახალგაზრდებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მის სახელს უკავშირდება “დინამო 2”-ის დაწინაურება ეროვნულ ლიგა 2-ში. დღეს იგი ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო ქართველ მწვრთნელად მიიჩნევა. კაკაშვილთან ერთად, “სამტრედიას” სამწვრთნელო შტაბში დავით ჭიჭვეიშვილი იმუშავებს” – იუწყება სამტრედიელთა პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი
