გიორგი ლორიას დებიუტი გასულ სეზონში კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში აღზევებულ არადიპუს „ომონიაში“ შედგა.
პირველ ტურში „ომინია“ შინ ფამაგუსტას „ანორთოსისს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. ის „ომონიას“ მიმდინარე ზაფხულში თბილისის „დინამოს“ დატოვების შემდეგ შეუერთდა. ლორია „ანორთოსისში“ 2019-2023 წლებში გამოდიოდა და კვიპროსის თასი მოიგო.
რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში მახაჩყალის “დინამო” სტუმრად ყაზანის “რუბინთან” 0:2 დაამრცხდა. მახაჩყალელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა. “დინამო” 5 ქულით 16 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




