ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა. მე-2 ბუნდესლიგის მე-3 ტურში კარლსრუელებმა შინ „ელფესბერგს“ 3:2 აჯობეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
ზივზივაძე სასტარტო შემაადგენლობაში დააყენეს და 48-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მოედნის ცენტრში მცველს ორთაბრძოლა მოუგო, რის შემდეგ მერკარესთან პირისპირ შლეუზენერი გაიყვანა, რომელმაც თავისი გუნდი დააწინაურა. ზივზივაძე 86-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კარლსრუეს“ 7 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
