„რიგასმა“, რომელშიც ლასა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდიან, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ლაშა დვალის აპოელს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
ორივე გუნდში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან შეუცვლელად საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა დვალმა ითამაშა. 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ოდიშარია თადარიგში იყო და თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო სილაგაძეს განაცხადში ყოფნა აკმარეს.
მასპინძლებიდან ანგარიში კოტდივუარელმა ლეგიონერმა კოუადიომ 31-ე წუთზე გახსნა, ხოლო იკაუნეკისმა პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა. აპოელიდან თავი 51-ე წუთზე ელ-არაბიმ გამოიჩინა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს კვიპროსში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
