„კოპენჰაგენი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი გოჩოლეიშვილი შეუერთდა უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრასთან ძალიან ახლოსაა. დანიელებმა პირველ მატჩში შოტლანდიის „კილმარნოკი“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 76-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც დიკსმა პენალტი გაიტანა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე თავი ფალკმა გამოიჩინა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს შოტლანდიაში შედგება.
ირანის მოქმედმა ჩემპიონმა “პერსეპოლისმა” მე-2 ტურში სტუმრად “ტრაქტორთან” 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა პირველ ტურში ართამაშის შემდეგ, ამჯერად მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. “პერსეპოლისს” ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი





