არაბიძე სამხრეთ კორეის თასის ფინალშია

0
20

„ულსანი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა, სამხრეთ კორეის თასის ფინალში გავიდა. „ულსანმა“ 1/2-ფინალში სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა „გვანჯუ“, სადაც ბექა მიქელთაძე გამოდის.
განვლილ შეხვედრაში თავისი გუნდის სასტარტოში მიქელთაძე იყო, რომელიც თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო არაბიძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეგიოენრმა იაგო კაჟუმ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი