ლიონელ მესი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩასატარებელი უახლოესი მატჩებისთვის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს. ამის შესახებ მას მერე გაირკვა, რაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო 28-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ მესიმ კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიასთან დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით ისევ მკურნალობს.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი თავისი კაპიტნის გარეშე 6 სექტემბერს ჩილეს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს კოლუმბიას ესტუმრება.
სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ, არგენტინა
15 ქულით ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
