ტიერი ანრიმ თანამდებობა დატოვა

0
23

ტიერი ანრიმ საფრანგეთის  ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა პირადი მიზეზის გამო დატოვა. ის საგანგებოდ შეხვდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფილიპა დალოს, რომ თავისი გადაწყვეტილება ეცნობებინა. მას კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა 21-წლამდელებს სათავეში 2023 წლის აგვისტოში ჩაუდგა. 47 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 6 მატჩიდან 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ანრის თავკაცობით ნაკრების პარიზის ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში ესპანეთთან 3:5 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი