გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ ჩემპიონშიფის პრესსამსახური იუწყება. გასულ ტურში „უოტფორდმა“ შინ „სტოკ სიტი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ჩაკვეტაძემ მოედანზე 84 წუთი გაატარა და საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, საქართველსო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ორ საგოლე შეტევაში მონაწილეობდა, ბურთს 47-ჯერ შეეხო და 5 ორთაბრძოლა მოიგო. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ჩაკვეტაძის ანგარიშზე საწყის ორ ტურში გოლი და საგოლე გადაცემაა.
ლაშა თაბაგარი





