„რიგასი“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველები ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდიან, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა. ლატვიელებმა პირველ მატჩში სტუმრად ანდორას „სანტა კოლომნა“ 2:0 დაამარცხეს, ხოლო შინ 7:0 გაანადგურეს.
რიგაში ჩატარებულ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერებიდან სასტარტოში ვერცერთი მოხვდა – სილაგაძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო ოდიშარია თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.
„რიგასი“ პლეი-ოფში ლაშა დვალის აპოელს შეხვდება. პირველი თამაში 22 აგვისტოს ლატვიაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 29 აგვისტოს კვიპროსში.
ლაშა თაბაგარი
