გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მეკარე მზადაა ინგლისურ გრანდში გადავიდეს და არც ერთი ან ორი სეზონით სხვა კლუბში იჯარით თამაშს უარობს. ამ ეტაპზე „ბორნმუთია“ ის გუნდია, სადაც შესაძლოა „ლივერპულმა“ მამარდაშვილი გაანათხოვროს.
მერსისაიდელები ქართველ გოლკიპერს ალისონის შემცვლელად განიხილავებ, რომელიც ამჟამად გუნდის პირველი მეკარეა. ეს კი მეტყველებს, რომ მათ მამარდაშვილთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა აქვთ.
„ლივერპული“ მზადაა მამარდაშვილში „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამჟამად, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები ვალენსიაში არიან და ესპანურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. ჯერჯერობით მხარეები საბოლოოდ არ შეთანხმებულან.
ლაშა თაბაგარი





