კიტეიშვილის პირველი მოგება სეზონში

0
30

ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. მეორე ტურში გრაცელებმა „ჰარტბერგს“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმმა“ ანგარიში 34-ე წუთზე ლავალეს დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო ბიერეტმა 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ყაზახეთის ლიგის თასის 1/2-ფინალში „ჟენისმა“, რომელშიც მცველი ზურაბ თევზაძე და ფორვარდი გიორგი ნფანცულაია გამოდიან შინ „ქაირათს“ 2:0 აჯობა. ფანცულაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეორე გოლი გაიტანა – მასპინძელთა მეკარისა და მცველები შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა. ის პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო თევზაძემ ორი ტაიმი ითამაშა. „ქაირათში“ გიორგი ზარიამ 30-ე წუთიდან ითამაშა, ლუკა გადრანი კი განაცხადში არ იყო.
სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგაში „ზლატე მორავცე“ საკუთარ მოედანზე „პრეშოვვს“ დაუზავდა – 2:2. მასპინძლებიდან 23-ე წუთზე ანგარიში ლევან ნონიკაშვილმა გახსნა. ქართველი ნახევარმცველი 90-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი