გოჩოლეიშვილი დანიაში ლიდერობს

0
14

გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ გადასვლის შემდეგ, ოფიციალურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში კოპენჰაგენელები სტუმრად „სონდერისკეს“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა 77-ე წუთამდე ითამაშა და შეცვალეს. „კოპენჰაგენს“ ჯერ თამაშია არ წაუგია და 10 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-4 ტურში „კრაკოვიამ“ გასვლაზე „კორონას“ 2:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ კრაკოველებს შეუცვლელად უკაპიტნა და 74-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კრაკოვია“ 7 ქულით 18 გუნდში მერვეა.
ლაშა თაბაგარი