„ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის იტალიის თასის 1/32-ფინალი გაჭირვებით გადალახა. ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდი შინ ქვედალიგელ „მოდენას“ შეხვდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დროს უგოლოდ დასრულდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა. ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კი გადამწყვეტი პენალტი გაიტანა.
1/16-ფინალში გავიდ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეც“, რომელიც სერია B-ს ბინადარია. კრემონელები თავის მოედანზე „ბარის“ შეხვდნენ და მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1. „კრემინეზემ“ თერტმეტმეტრიანების სერია 5:4 მოიგო. ლოჩოშვილი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„ემპოლი“ თავის მოედანზე „კატანძაროს“ 4:1 აჯობა და 1/16-ფინალშია. მასპინძლების თადარიგში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი
