იმნაძის მეორე გოლი ყაზახეთში

0
19

ლუკა იმნაძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-14 ტურში „ყიზილჟარი“ სტუმრად „ტობოლს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. იმნაძემ შეუცვლელად ითამაშა და 44-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა. ის ყაზახეთში მეორე სეზონს ატარებს და შარშან 26 მატჩში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.,
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-3 ტურში მტკ-მ გასვლაზე „დიორი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ქართველმა მცველმა ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მტკ 9 ქულით 12-გუნდიანი ჩემპიონატის ლიდერია.
ამერიკის შეერთებული შტატების USL-ში „ოკლენდ რუთმა“ თავის მოედანზე „ლუდუნი“ 3:1 დაამარცხა. მასპინძლებში ქართველმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა 2 საგოლე პასი გააკეთა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
ლაშა თაბაგარი