ლონდონის „ჩელსი“ ნახევარმცველ პადრუ ნეტუს ტრანსფერზე „ვულვერჰემპტონს“ შეუთანხმდა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ლონდნელები პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო კიდევ 3 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. ნეტუ „ჩელსისთან“ 2030 წლამდე გააფრმებს კონტრაქტს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდება.
პორტუგალიელი „ვულვზში“ 2019 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 135 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა.
ნეტუს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2020 წლიდან იწვევენ და 10 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
