ჩაკვეტაძემ სეზონი გოლით დაიწყო

0
33

გიორგი ჩაკვეტაძემ “უოტფორდის” მაისურით მიმდინარე სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ ტურში უოტფორდელები სტუმრად “მილუოლს” შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს – 3:2.
ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე, როდესაც “უოტფორდი” 1:0 იგებდა, საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაზარდა. ამის შემდეგ “მილოულმა” 2 გოლი გაიტანა და თითქოს ქულის გადარჩენასთან ახლოს იყო, მაგრამ სტუმრებმა 90-ე წუთზე მეტოქის კარი აიღეს, რითაც 3 ქულა აიღეს. ჩაკვეტაძე მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს.
გემანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-2 ტურში “კარლსრუე”, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის სტუმრად დიუსელდორფის “ფორტუნას” შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. პირველ ტურში “ნიურნბერგთან” შინ 3:2 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტოში იყო და 92-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი