თბილისის „დინამომ“ ნახევარმცველი ნიკა სიხარულაშვილი საბერძნეთის რანგით მე-2 ლიგის კლუბ „მაკედონიკსში“ გაანათხოვრა.
20 წლის ფეხბურთელი ბერძენთა რიგებში ერთ სეზონს გაატარებს. სიხარულაშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი გასულ წელს ჰქონდა – 4 მატჩი ჩაატარა. მან მიმდინარე სეზონში თბილისელთა მაისურით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 15-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
