ზივზივაძის ქულა დიუსელდორფში

0
14

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-2 ტურში “კარლსრუე”, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის სტუმრად დიუსელდორფის “ფორტუნას” შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. პირველ ტურში “ნიურნბერგთან” შინ 3:2 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტოშ იყო და 92-ე წუთზე შეცვალეს.
რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში მახაჩყალის „დინამო“ გასვლაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრებში საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა.
მოსკოვის „დინამო“ სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ „ზენიტთან“ 1:2 დამარცხდა. მოსკოველთა განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი