ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დროებით ლი კარსლი გაწვრთნის. 50 წლის სპეციალისტი 2021 წლის ზაფხულიდან ინგლისელთა 21 წლამდე ნაკრების თავკაცია და შარშან ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.
ბრიტანელები მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩნენ, რაც ევროპის 2024 წლის ფინალში ესპანელებთან 1:2 მარცხის მერე, გარეთ საუთგეიტმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
კარსლი სამწვრთნელოს კარიერის განმავლობაში ასევე „ბრენტფორდს“ ავარჯიშებდა, ხოლო „ქოვენთრიში“ და „ბირმინგემში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი
