გორის “დილამ” ახალგაზრდა განელი თავდამსხმელი დომინიკ ამპონსა დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“გორის “დილამ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა. 18 წლის განელი ცენტრალური თავდამსხმელი დომინიკ ამპონსა ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს. დომინიკი ჩვენ გუნდს მშობლიური უმაღლესი ლიგის გუნდ “აკრა ლაიონსიდან” შეუერთდა”.
