ლევან შენგელია საბერძნეთის სუპერლიგაში დარჩა

0
33

ლევან შენგელია კარიერას კრეტას ოფი-ში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა საბერძნეთის სუპერლიგის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
28 წლის ფეხბურთელმა ბოლო 2 სეზონი სუპერლიგის „პანეტოლიკოსში“ ითამაშა. მან 56 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
შენგელია კარიერის განმავლობაში ასევე გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ფოთის „კოლხეთში“, ბელგიის „ტუბიცეში“, სამხრეთ კორეის „ტეჯონში“, თბილისის „დინამოში“, თურქეთის „ქონიასფორში“და ბელგიის „ლუევენში“  გამოდიოდა.z
თავის დროზე ოფი-ში ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას და ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილს უთამაშიათ.
ლაშა თაბაგარი