ბერიაშვილმა უნგრეთში თავი პირველად გამოიჩინა

0
42

ილია ბერიაშვილმა თავის უნგრულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტურში მტკ-მ „ნირედხაზა“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. ბერიაშვილმა, რომელიც მტკ-ს სეზონის დაწყებამდე შეურთდა 24-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 26 წლის ბერიაშვილი მანამდე, 2 სეზონი „მეზიოკიოვეშდში“ თამაშობდა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში თორნიკე გაფრინდაშვილის „არკა“ სტუმრად „პოლონიას“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა ორი საგოლე პასი გააკეთა – მე-18 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა სობჩაკს თავით გაატანინა, ხოლო 70-ე წუთზე მისი პასით ვიტალუჩიმ ისარგებლა. მიმდინარე სეზონში გაფრინდაშვილმა სამ ტურში სამი საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი