ლუკა გადრანმა მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-16 ტურში ალმათის :ქაირათმა“ „ელიმაი“ მიიღო და 4:1 სძლია. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერიდ დარტყმით ბურთი ცხრიანში გაახვია. 65-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გადრანმა თავით პასი სოროკინა გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ანგარიში 4:0 გახდა. გადრანი 77-ე წუთზე შეცვალეს. ალმათელთა სასტარტოში კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე გიორგი ზარია იყო, რომელმაც 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შესვენების მერე მოედანზე არ გამოჩენილა. „ქაირათი“ 28 ქულით 13 გუნდში მეორეა.
ნიკა გაგნიძემ თავისი პირველი მატჩი ჩაატარა კოვალიევკას „კოლოსში“. უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში „კოლოსი“ სტუმრად „ობოლონს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. 48-ე წუთზე ტუსკოვმა ანგარიში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველის პასის მერე გახსნა. გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
