ელოშვილის ზედიზედ მეორე გოლი ავსტრიაში

0
28

ლევან ელოშვილმა „კაპფენბერგში“ დაბრუნების შემდეგ,  სეზონის სტარტზე გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.  გასულ კვირაში მან თავი ავსტრიის თასზე გამოიჩინა, ხოლო ამჯერად მეტოქის კარი ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში აიღო. პირველ ტურში „კაპფენბერგი“ სტუმრად „ადმირას“ შეხვდა და ქართველის წყალობით მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ელოშვილმა თავი მე-15 წუთზე გამოიჩინა, ხოლო 90-ეზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი