ერლინგ ჰოლანდი: „ისევ განსაკუთრებული საღამოა“

0
2

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისთვის მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის I ჯგუფში სენეგალთან 3:2 მოგებული მატჩი, ისევ განსაკუთრებული საღამო აღმოჩნდა.
„ისევ განსაკუთრებული საღამოა. კიდევ ერთი საუცხოო მატჩი ჩავატარეთ და ამით ძალიან ვამაყობ. ნორვეგიის ნაკრებში თამაში დებიუტიდანვე ძალიან მომწონს, რაც ჩანს კიდეც. მსოფლიო ჩემპიონატი საუცხოო რამაა“ – იუწყება ფიფას ვებგვერდი ჰოლანდის ნათქვამს, რომელმაც თავის სადებიუტო მუნდიალზე დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.
განვლილ მატჩის 43-ე წუთზე ანგარიში პედერსენმა გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე სკანდინავიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე ჰოლანდმა გაზარდა. 53-ე წუთზე სენეგალიდან თავი ისმაილა სარმა გამოიჩინა. 58-ე წუთზე ჰოლანდმა დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე აფრიკელებიდან თავი ისევ სარმა გამოიჩინა.
ჰოლანდმა ნორვეგიის მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 59-ჯერ აიღო. ის 2 მატჩში გატანილი 4 გოლით ნორვეგიელთა საუკეთესო ბომბარდირი გახდა მუნდიალებზე – ეგილ რეკდალს გაასწრო, რომელმაც 7 შევედრაში 2 ბურთი შეაგდო (1994 და 1998).
ლაშა თაბაგარი