დავითაშვილის ძალიან წარმატებული დებიუტი „სენტ-ეტიენში“

0
54

ზურიკო დავითაშვილის დებიუტი „სენტ-ეტიენში“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში წელს დაბრუნებულმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ესპანეთის ლა ლიგის „ვილიარეალთან“ ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარამარბი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ და 10 წუთში ლამაზი გოლი გაიტანა – ერთ მეტოქეს გაცდა და დაახლოებით 23 მეტრიდან ბურთი „ცხრიანში“ გაგზავნა. 61-ე წუთზე დავითაშვილის პასის შემდეგ ოტმანმა „სენტ-ეტიენი“ წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე ზაფხულში „ბორდოდან“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი