საბა ლობჟანიძე MLS-ის ტურის სიმბოლურშია

0
27

საბა ლობჟანიძე საბა ლობჟანიძე MLS-ის ტურის  სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რის შესახებ „ატლანტა იუნაიტედის“ პრესსამსახური იუწყება.
განვლილ ტურში „ატლანტამ“ „კოლამბუს ქრიუ“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები 0:1 აგებდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების გარემარბმა ორჯერ ჩააწოდა კუთხური და სტიან გრეგერსენმა ორივე შემთხვევაში თავით გაიტანა. 29 წლის ცენტრალური მცველი გრეგერსენიც, რომელმაც კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა, სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. 2023 წელს MLS-ში გადასვლის შემდეგ, მის ანგარიშზე 11 საგოლე პასია. ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედის“ ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 30 მატჩში მონაწილეობა მინიმუმ 20 გოლის შექმნაში მიიღო.
ლაშა თაბაგარი