რაფაელ ვარანი სერია A-ში ითამაშებს

0
33

რაფაელ ვარანი კარიერას იტალიის სერია A-ში დაბრუნებულ „კომოში“ განაგრძობს, ირწმუნება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 31 წლის ექსფეხბურთელი კლუბთან 2026 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი ავტომატურად გაგრძელდება. ის „კომოს“, რომელსაც სათავეში ესპანელი სესკ ფაბრეგასი ჩაუდგა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ვარანმა გასული სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, რომლის მაისურით ყველა ტურნირში 32-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი