“თელავმა” კიდევ ოთხი მოთამაშე დაიმატა

0
24

“თელავი” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. თელაველებმა კიდევ ოთხი ფეხბურთელი დაიმატეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას კიდევ 4 ახალი ფეხბურთელი დაიცავს:
ფირუზ მარაქველიძე (საქართველო) -დაიბადა: 21.01.1995; ამპლუა: მცელი; ბოლო კლუბი: თურანი (აზერბაიჯანი).
სიმაო ჯუნიორი (გვინეა-ბისაუ) -დაიბადა: 29.08.1998; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: ოლიმპიაკოსი (კვიპროსი).
მატეო ფერნანდესი (ეკვადორი) -დაიბადა: 14.02.2001; ამპლუა: ნახევარმცელი; ბოლო კლუბი: კუმბაია (ეკვადორი).
მიხაილ სტრელნიკი -დაიბადა: 27.05.2000; ამპლუა: ნახევარმცელი; ბოლო კლუბი: ვესტ არმენია (სომხეთი).
გეტყვით, რომ გუნდში ტრანსფერები კიდევ იქნება და ახალწვეულებზეც დღე-დღეზე გაცნობებთ”.
ლაშა თაბაგარი