დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ბათუმის “დინამო” მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩერნოგორიის “დეჩიჩის” დამარცხენის შემთხვევაში ფინეთის ჰიკ-ს დაუპირიაპირდება.
ქუთაისის “ტორპედო” კვიპროსის “ომონიასთან” წარმატებული თამაშის შემთხვევაში მე-3 ეტაპზე აზერბაიჯანის “სუმგაითსა” და უნგრეთის “ფეჰერვარს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თუ თბილისის “იბერია” ალბანეთის “პარტიზანის” ბარიერს გაივლის, მაშინ თურქეთის “ბაშაქშეჰირსა” და სან-მარინოს “ფიორიტას” წყვილში საუკეთესოსთან ითამაშებს.
მე-3 ეტაპის პირველი მატჩები 8 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 15 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი
